როდის აღდგება სკოლები და ტრანსპორტი რუსთავში?

თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სკოლებისა და მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის აღდგენა დაგეგმილია პირველი მარტიდან.

შესაბამისი განცხადება საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ვიცე-პრემიერმა მაია ცქიტიშვილმა გააკეთა. სასწავლო პროცესთან დაკავშირებით ისაუბრა განათლების მინისტრმა.

„თბილისში, ქუთაისსა და რუსთავში სკოლებისა და შესაბამისად მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობის აღდგენა დაგეგმილია პირველი მარტიდან. ყველა ქალაქში ღია და დახურული ბაზრობები გაიხსნება 15 თებერვლიდან“, – განაცხადა ცქიტიშვილმა.

“ეს დამოკიდებულია ეპიდსიტუაციაზე, 15 თებერვალს მოხდება კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოაბნი შეფასება ეპიდსიტუაციის, თუ შვიდი დღის მაჩვენებელი ჩამოსული იქნება 4 პროცენტამდე, შემდგომი შემსუბუქების პროცედურები დაიწყება. “-განაცხადა განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა.