როდის გაიხსნება “ლილო მოლი”?

„ლილოს“ გენერალური დირექტორის, გიორგი კვარაცხელიას განცხადებით, მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ბაზრობების გახსნის თარიღი 15 თებერვლის იქით არ გადაიწევს.

ამასთან, თანამშრომლების ტესტირების საკითხზე საუბრისას კვარაცხელიამ აღნიშნა, რომ ამ რეგულაციის დაწესების შემდეგ ფინანსებს ბიზნესი გადაიხდის.

“ასევე ვისაუბრეთ კონკრეტულ ტექნიკურ საკითხებზე, რაც არის დაკავშირებული დამატებით რეგულაციებთან, ძირითადად ტესტებთან. ჯერჯერობით, შაბათ-კვირას არ გვხსიან, თუმცა ყველაფერი მაინც დამოკიდებული იქნება ეპიდსიტუაციაზე. რაც შეეხება თანამშრომლების ტესტირების საკითხს, მის ფინანსებს ჩვენ გადავიხდით. ეს იქნება მეწარის თუ თანამშრომლის. მთავარია ფასი იყოს დაბალი, პირობა იყოს იმის, რომ სწრაფად გაიაროს ტესტირება სადაც აწყობს, ტერიტორიული პრინციპით.

თვითნებურ გახსნებზე არაა საუბარი, ჩვენ ბიზნესი ვართ, თავჩახრილები ვმუშაობთ, საქმეს ვაკეთებთ, ეკონომიკას ვქმნით. აქ არის საუბარი, რომ გაჩნდა განცდა, რატომღაც კიდევ შეიძლებოდა გადაწეულიყო გახსნის თარიღი. ახლა თუ კიდევ დაგვაახლოებენ პირველ თებერვალს, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება, თუ არადა ზუსტად ვიცით, რომ 15-ში ვიხსნებით და ამისთვის უნდა მოვემზადოთ.”-განაცხადა კვარაცხელიამ.