რომელ უწყებებს შეამოწმებს აუდიტის სამსახური

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა საქმიანობის 2021 წლის გეგმა გამოაქვეყნა. უწყება წელს 22 შესაბამისობის აუდიტს, 11 ფინანსურ და 15 ეფექტიანობის აუდიტს ჩაატარებს. მათ შორის სამსახურის ექსპერტები მთავრობის მიერ COVID-19-ის წინააღმდეგ დახარჯულ თანხებსაც შეისწავლიან. მათ შორისაა საკარანტინე სივრცეების მართვისთვის გამოყოფილი 100 მილიონ ლარზე მეტის ეფექტიანობის შეფასება, ასევე ეკონომიკის დახმარების პაკეტის ეფექტიანობის შეფასება.

უწყებებსა და პროგრამებს შორის, რომელთა აუდიტი 2021 წელს ჩატარდება არის მარნეულისა და რუსთავის მუნიციპალიტეტები. (მარნეულის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი , ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის 2019-2020 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი 2019-2020 წლები;)