რუსეთში, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერ საპროტესტო აქციებზე, სამართალდამცავებმა ამ დრომდე 863 ადამიანი დაკავეს.ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, აქციის მონაწილეები ქვეყნის 50-მდე ქალაქში დააკავეს. OVD-info-ს ინფორმაციით, მოსკოვში, ამ დროისთვის 190-ზე მეტი ადამიანია დაკავებული.
მედიის ცნობით, სამართალდამცავებმა ალექსეი ნავალნის რამდენიმე თანაშემწე, მათ შორის მისი პრესსპიკერი კირა იარმიში და ადვოკატი ლიუბოვ სობოლიც დააკავეს. სობოლო ამ დროისთვის გათავისუფლებულია, იარმიშს კი 9-დღიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
ცნობისათვის საპროტესტო აქციები, სლოგანით „თავისუფლება ნავალნის!“, რუსეთის ათობით ქალაქში მიმდინარეობს.