რუსეთში ნავალნის მხარდამჭერი აქციები განახლდა

რუსეთში დაკავებული რუსი ოპოზიციონიერის, ალექსეი ნავალნისა და სხვა პოლიტპატიმრების მხარდასაჭერად საპროტესტო აქციები განახლდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა ქალაქში უკვე 465 ადამიანი დააპატიმრეს. მოსკოვში ცხრა ადამიანი დააკავეს, პეტერბურგში — 2. ნავალნის შტაბმა პეტერბურგში აქციის ჩატარების ადგილმდებარეობის შეცვლაზეც განაცხადა.

მედიის ცნობით, ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებმა მომიტინგეებს ჩელიაბინსკში ხელკეტებით სცემეს. განსაკუთრებული სიმკაცრით გამოირჩევიან ძალოვნები ჟურნალისტებიც მიმართაც.