რუსეთში ნავალნის მხარდამჭერი აქციები მიმდინარეობს

რუსეთის ქალაქებში ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქცია “თავისუფლება ნავალნის!” დაიწყო. უცხოური მედიის ინფორმაციით, პოლიცია  მომიტინგეებს ძალის გამოყენებით შლის და აკავებს.

აქციები სხვადასხვა ქალაქში ადგილობრივი დროით 14:00 საათზე იწყება. გამოსვლები 100-მდე ქალაქშია დაანონსებული. საპროტესტო გამოსვლები უკვე დაიწყო რუსეთის შორეულ აღმოსავლეთსა და ციმბირში.

როგორც ადგილობრივი ორგანიზაციები ავრცელებენ ინფორმაციას, ქუჩაში ასობით მოქალაქეა გასული.