რუსთაველის ქუჩის საცხოვრებელი სახლების ფასადების, მათ შორის ტროტუარების, მერიის მიმდებარე ტერიტორიის და ჭავჭავაძის ქუჩის ტროტუარების მოწყობის სამუშაოებზე რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა.
წინადადებების მიღება 27 იანვარს იწყება და 1 თებერვალს დასრულდება. სახელშეკრულებო ღირებულება 2 834 000 ლარს შეადგენს.
სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, იგეგმება რუსთაველის N4,8,12,16-სა და ჭავჭავაძის N6,8-ში არსებული საცხოვრებელი სახლების ფასადების და მისი მიმდებარე ტერიტორიების სარეაბილიტაციო სამუშაოები.
“წარმოდგენილი პროექტი მიზნად ისახავს ძირითადი ფასადების
აღდგენა-რეაბილიტაციას. შენობების დაზიანებული ნაწილების (აივნების)
აღდგენას, საჭირო დეკორატიული და ფუნქციური ელემენტების დამატებას და
სამღებვრო სამუშაოების ჩატარებას პროექტის შესაბამისად”- ნათქვამია სატენდერო დოკუმენტებში.
ჭავჭავაძისა და რუსთაველის ქუჩის ესკიზები:
რუსთავის მერიის ტერიტორიაზე დაგეგმილი სამუშაოების ესკიზი: