რუსთავის საკალათბურთო კლუბმა საქართველოს თასის გათამაშებაში ასპარეზობა წარმატებით დაიწყო.
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში რუსთაველებს „მეგამ“ უმასპინძლა და შეხვედრა სტუმართა გამარჯვებით, 80-92 დასრულდა.
საქართველოს თასის მერვედფინალური სერიის პირველ მატჩში რუსთაველთა რიგებში გეგი ბაქრაძე გამოირჩა, რომელმაც პარკეტზე ყველაზე მაღალი მარგი ქმედების კოეფიციენტი დააფიქსირა. მეორე მატჩი “რუსთავსა” და “მეგა”-ს შორის 31 იანვარს, რუსთავის ქიმიკოსთა სპორტულ კომპლექსში გაიმართება.