ბოლო 24 საათის განმავლობაში , რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში გამოკვლეულ 4 პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა . ინფიცირებულ პაციენტებს შორისაა 30 წლის ქალი , მის 2 წლამდე ბავშვსა და 3 თვის ჩვილთან ერთად . საავადმყოფოს პედიატრიული განყოფილების გამგეს მარინა აბულაშვილის ინფორმაციით , მათ კორონავირუსი მსუბუქი ფორმით დაუდასტურდათ და მკურნალობას ბავშვთა საავადმყოფოში გადიან.
გარდა ამისა , ინფიცირებულ პაციენტებს შორისაა 11 წლის მოზარდიც , რომელსაც კორონავირუსი დღეს მსუბუქი ფორმით დაუდასტურდა . ექიმების კონსულტაციის საფუძველზე იგი მკურნალობას სახლში განაგრძობს.