ცენტრალური საავადმყოფოს ოცი თანამშრომელი კორონავირუსზე გამოიკვლიეს

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში კორონავირუსზე ოცი თანამშრომელი გამოიკვლიეს. როგორც TV4-ს სამედიცინო დაწესებულებაში განუცხადეს, კლინიკის თანამშრომლები “კოვიდ-19”-ზე “პი-სი-არ” მეთოდით გამოიკვლიეს და მათი ტესტის პასუხი უარყოფითია.

ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის, პაპუნა ბახტაძის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში კლინიკაში ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტით 27 ადამიანი გამოიკვლიეს, ერთის პასუხი დადებითია.