“რუსთავმა” ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო

საფეხბურთო კლუბმა “რუსთავმა” ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო.

რუსთავში “ფოლადის” სათადარიგო მოედანზე გუნდმა თემურ მახარაძის ხელმძღვანელობით პირველი ვარჯიში გამართა. მოსამზადებელი პერიოდის მანძილზე, დაგეგმილია ადგილობრივი შეკრება და ამხანაგური მატჩები.

საფეხბურთო კლუბ “რუსთავის” ინფორმაციით, გუნდში მიმდინარე ცვლილებებისა და ამხანაგური მატჩების შესახებ დეტალურ ინფორმაციას მიმდინარე დღეებში გაავრცელებენ.