რუსთავში პიროტექნიკის არასწორი გამოყენების შედეგად 4 ადამიანი დაშავდა

1-ლი იანვრის ღამეს, პიროტექნიკის არასწორი გამოყენების შედეგად, 4 ადამიანს სამედიცინო დახმარება დასჭირდა.

2 პაციენტი, 35 წლამდე მამაკაცი და 21 წლის ბიჭი კლინიკა რუსთავში მოათავსეს, ორივე მათგანს ცერა თითის დაზიანება აღენიშნებოდა, პაციენტებს სამედიცინო დახმარება დროულად გაეწიათ და მოხდა თითების შენარჩუნება, ამის შესახებ TV4-ს კლინიკა რუსთავში დაუდასტურეს.

2 პაციენტი შეიყვანეს რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოშიც, ახალგაზრდა მამაკაცს ზედაპირული დაზიანებები აღმოაჩნდა, 15 წლის მოზარდი კი სპეციფიკური სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს.