რუსთავში საშობაო ალილო განსხვავებული ფორმით ტარდება.
სასულიერო პირები, სტიქაროსნებისა და მგალობლების ჯგუფებით, მსვლელობას მრევლის გარეშე აწყობენ. “ალილოს” რუსთავის სიონის ტაძარი მართავს.
ეპარქიის გადაწყვეტილებით, ხალხმრავლობის თავიდან ასაცილებლად, შობის მახარობლები მოსახლეობას არ შეხვდებიან და შესაწირს არ მიიღებენ.









