რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე, მაღაზიათა ქსელ “ლიბრეს” ფილიალში ორი მამაკაცი შეიჭრა. მობილიზებული არიან პოლიციისა და სასწრაფოს ეკიპაჟები.
TV4-ის ინფორმაციით, ორი მამაკაცი სუპერმარკეტში შეიჭრა და პირადი ანგარიშსწორების მიზნით მოლარე კონსულტანტს ფიზიკურად გაუსწორდა. ჩვენი ინფორმაციით, მაღაზიიდან თანხა წაღებული არ არის.
მამაკაცებს პოლიცია მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე ეძებს.
მამაკაცებს პოლიცია მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე ეძებს.
ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ. შსს-ს ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.