სუპერმარკეტ “ლიბრეს” მოლარე-კონსულტანტს ფიზიკურად გაუსწორდნენ

რუსთავში, მესხიშვილის ქუჩაზე, მაღაზიათა ქსელ “ლიბრეს” ფილიალში ორი მამაკაცი შეიჭრა. მობილიზებული არიან პოლიციისა და სასწრაფოს ეკიპაჟები.
TV4-ის ინფორმაციით, ორი მამაკაცი სუპერმარკეტში შეიჭრა და პირადი ანგარიშსწორების მიზნით მოლარე კონსულტანტს ფიზიკურად გაუსწორდა. ჩვენი ინფორმაციით, მაღაზიიდან თანხა წაღებული არ არის.
მამაკაცებს პოლიცია მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დრომდე ეძებს.
ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.  შსს-ს ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია.