რუსთავში შიდა კვარტალური გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები იგეგმება

რუსთავში ქუჩების შიდა კვარტალური  და მიმდებარე გზების სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. 

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად იგეგმება:

რჩეულიშვილის შიდა კვარტალური გზების, რჩეულიშვილის 2, 4, 6, 2ა, 4ა, 6ა, 8, 8ა, 10, (10ა, 10ბ), 12, 14, 16, ჯავახიშვილის ქუჩის მიმდებარედ 1, 3, 5, 7, 3ა, 5ა; ლევ ტოლსტოის ქუჩის მიმდებარედ 1, 3, 5, 7, (7ა), ბერიტაშვილის ქუჩის მიმდებარედ 2, 4, 6, 8, 6ა, ა/ბეტონის საფარის და ტროტუარების სარეაბილიტაციო სამუშაოები. 

წინადადებების მიღება 27 იანვარს იწყება და პირველ თებერვალს დასრულდება. 

შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1`732`122.00 ლარს შეადგენს.