რუსთავში შრომის ინსპექციამ ობიექტი დააჯარიმა

ქვემო ქართლის რეგიონში 28 ნოემბრიდან დღემდე 3000-მდე ობიექტი შემოწმდა. ამის შესახებ TV4-ს შრომის პირობების ინსპექტირების სამმართველოში განუცხადეს. ინსპექტირების სამმართველოს ხელმძღვანელის თქმით, შეზღუდვების ამოქმედებიდან დღემდე რუსთავში მხოლოდ 1 ობიექტი დაჯარიმდა.

როგორც მაია მიქაიამ აღნიშნა, რეგიონში აკრძალული საქმიანობის განხორციელების ფაქტები არ დაფიქსირებულა. შრომის ინსპექტირების სამმართველოში აცხადებენ, მონიტორინგთან ერთად შემოწმებული კომერციული ობიექტების რემონიტორინგიც გრძელდება.