რუსთავში “ცხოველთა მონიტორინგის ცენტრი” დაიწყებს ფუნქციონირებას. როგორც დღეს, რუსთავის საკრებულოს სხდომაზე გახდა ცნობილი ცენტრი, (ააიპ) რუსთავსერვის ცენტრის ბაზაზე არსებული სტრუქტურით ინფუქცნირებს, თუმცა გაიზრდება მისი ფუნქციები და უფლებები.
მომხსენებლის, მერიის აპარატის იურიდიული განყოფილების სპეციალისტის სოფო დემურაძის განმარტებით, წარმოდგენილი განკარგულების პროექტის მიხედვით, ქალაქი მიიღებს უფრო მეტად დახვეწილ და მოქნილ სისტემას, რაც ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში ცხოველების მოვლა-პატრონობის და კანონით გათვალისწინებული კონტროლის მექანიზმების გაძლიერებას.
საკითხს დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს და დაამტკიცეს.