რუსთავში 12 წლის მოზარდი საცხოვრებელი კორპუსის აივნიდან გამოვარდა. შემთხვევა ღამის საათებში მოხდა.
დაშავებული გოგო სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა კლინიკა “რუსთავში” გადაიყვანა, სადაც მას პირველადი სამედიცინო დახმარება გაუწიეს. მოგვიანებით მოზარდი იაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.
“პაციენტი გადმოყავანილია პოლიტრავმის დიაგნოზით, შემოსვლისას მისი მდგომარეობა იყო სტაბილური, ცნობიერება ნათელი, კონტაქტური, აღენიშნება მრავლობითი მოტეხილობები, სიმძიმის გათვალისწინებით მოთავსებულია კლინიკური მედიცინის დეპარტამენტში”-აცხადებენ იაშვილის კლინიკაში.
შსს-ს ცნობით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლითაა დაწყებული.