რძალი მამამთილზე ძალადობდა-ქალს შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს

პოლიციამ სოფელ ჯიჯეთში 96 წლის მამამთილის მიმართ ძალადობაში ბრალდებულ რძალს შემაკავებელი ორდერი გამოუწერა. შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას გულისხმობს.

თავად ბრალდებული აცხადებს, რომ მოხუცი თავად ძალადობდა მასზე.

„აგერ ჩემს სახეს შეხედეთ – მუშტი დამკრა მამამთილმა, მარტო მე კი არა, მთელი ჩემი ოჯახია ფიზიკური, მორალური ძალადობის მსხვერპლი. ჩემი მულის გარდაცვალების შემდეგ აქეთ გადმობარგდა, იატაკი აქვს, ჭერი აქვს. პროფესიონალი მწყემსია, მთელი თავისი ცხოვრება უარეს სახლში ცხოვრობდა, მას აქ მოსწონს, რომ იყოს. ჩვენ არ გამოგვიგდია”, – განაცხადა ძალადობაში ბრალდებულმა მარინა ახალაურმა.

ბრალდებას ასევე უარყოფს 96 წლის ვარდო თათარაშვილის შვილიშვილი ნიკოლოზ თათარაშვილი და აცხადებს, რომ ოჯახში არანაირ ძალადობას არ აქვს ადგილი.

„აქეთ სცემა დედაჩემი გუშინ. ეს მოხუცი გვიჩივის, უნდა რომ ყველაფერი გაყიდოს და გაგვიშვას ჩვენ აქედან. ეს სახლი თანასაკუთრებაშია. 96 წლის არის და აუქციონი რა არის საერთოდ ისიც არ იცის, მე როგორც მივხვდი, ადვოკატი ურევს გონებას”, – განაცხადა ნიკოლოზ თათარაშვილმა.