რამდენი გამოძახება დაფიქსირდა სასწრაფო დახმარების ცენტრში პიროტექნიკით დაზიანების გამო?

საქართველოს მასშტაბით, საახალწლო დღეებში, პიროტექნიკით დაზიანების გამო სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 51 გამოძახება დაფიქსირდა. მათ შორის ჰოსპიტალიზებული იქნა 36 ადამიანი.

შემთხვევები შემდეგნაირად გადანაწილდა: თბილისი – 36 პაციენტი, მათ შორის ჰოსპიტალიზაცია – 27. რეგიონები – 15 პაციენტი, მათ შორის ჰოსპიტალიზაცია – ცხრა.

ამასთან, ალკოჰოლით მოწამვლის გამო 108 გამოძახება დაფიქსირდა. მათ შორის ჰოსპიტალიზაცია 44 შემთხვევაში გახდა საჭირო.