კომპანია “სქროლმა” რუსთავში ელექტროსკუტერების შემოყვანა დროებით შეზღუდა. როგორც კომპანიაში TV4-ს განუცხადეს, მიზეზი ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, შედარებით დაბალი მოთხოვნაა.
კომპანიის ცნობით, ელექტროსკუტერები ქალაქში აპრილის თვეში დაბრუნდება.
ინფორმაციისთვის, სქროლები ქალაქში “რუსთაველების” ინიციატივითა და აჭარა ჯგუფის მხარდაჭერით, სექტემბრის თვეში შემოიყვანეს.