სამგზავრო თვითმფრინავი რადარებიდან გაუჩინარდა

BBC- ის ინფორმაციით, სამგზავრო თვითმფრინავი, რომელიც ინდონეზიის დედაქალაქ ჯაკარტადან აფრინდა, რადარებიდან გაუჩინარდა.

გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე 50-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. გამოცემის ცნობით, ავიაკოამოანიის Sriwijaya Air-ის კუთვნილი სამგზავრო ბოინგი 737 ინდონეზიის დასავლეთ კალიმანტანის პროვინციის ქალაქ პონტიანაკისკენ მიფრინავდა, რა დროსაც მასთან სიგნალი დაიკარგა.

update: Reuters-ის ინფორმაციით, რადარებიდან გაუჩინარებული ინდონეზიური ავიაკომპანიის Sriwijaya Air-ის კუთვნილი სამგზავრო თვითმფრინავის ნამსხვრევები მეთევზეებმა, სავარაუდოდ, ჯაკარტას ჩრდილოეთით ზღვაში აღმოაჩინეს.

ტრანსპორტის სამინისტროს ინფორმაციით, სამძებრო და სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს.