სასულიერო პირების ტესტირების ფარგლებში კორონავირუსის ახალი შემთხვევები გამოვლინდა. გავრცელებული ინფორმაციით, ტესტირება სამების ეკლესიაში მომსახურე 130-მდე პირს ჩაუტარდა, ვირუსი ორ სტიქაროსანს დაუდასტურდა. ერთ-ერთ პირს კი ვირუსი, უსიმპტომოდ ჰქონდა გადატანილი.
როგორც საპატრიარქოს წმ. ილია და ანას სახელობის სამედიცინო ცენტრში აცხადებენ, აღნიშნული პირები თვითიზოლაციაში არიან. მათივე ინფორმაციით, პროცესში აქტიურად არის ჩართული საპატრიარქო.