საპატრიარქოში ეპიდკვლევა ტარდება

დაავადებათა კონტროილის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ საპატრიარქოში ეპიდკვლევა ტარდება.

„არაფერი საფრთხე არ არის. მოგეხსენებათ, რომ რამდენიმე დღის წინ საპატრიარქოში დაფიქსირდა კორონავირუსული ინფექციის შემთხვევა. აქედან გამომდინარე, მიმდინარეობს კონტაქტების ეპიდკვლევა და ასევე, მათი ბიოლოგიური ნიმუშების აღება, ვინც იყო ინფიცირებულის კონტაქტი.

იმის მიხედვით, როდესაც დამთავრდება ყველა კონტაქტირებული ადამიანის ჩაღრმავებული ეპიდკვლევა, მიღებული იქნება შესაბამისი პროტოკოლის მიხედვით გადაწყვეტილება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

ტესტირების პროცესი დღესვე დასრულდება.