სოფელ ნორიოს საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოს საჯარო სკოლას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება. პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 5 230 282  ლარია.

მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში  გამარჯვებული კომპანიაა შპს „ალიანსი“.  სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, პროექტის ფარგლებში იგეგმება საჯარო სკოლის შენობის სრული რეაბილიტაცია.

რეაბილიტირებული სკოლა 270 მოსწავლეზე იქნება გათვლილი და შენობაში 12 საკლასო ოთახი მოეწყობა.

დაპროექტებულია მრავალფუნქციური ლაბორატორიული ოთახის მოწყობა და სველი წერტილების რეაბილიტაცია.ლაბორატორიებიც და სველი წერტილებიც ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.

სარეაბილიტაციო სამუშაოები 2020 წლის დეკემბრის თვეში დაიწყო და 2021 წლის ნოემბერში უნდა დასრულდეს.