ტრამპს Facebook-ზე წვდომა “განუსაზღვრელი დროით” შეეზღუდა

Facebook-მა ტრამპის ანგარიში ჯერ კიდევ გუშინ დაბლოკა, რაც, მათი განცხადებით,  გამოიწვია იმან, რომ ტრამპის პოსტები მის მიმდევრებს ძალადობისკენ უბიძგებდა, მაგრამ ახლა ​სოციალურ ქსელ Facebook-ის დამფუძნებლმა, მარკ ცუკერბერგმა, თქვა, რომ აკრძალვა “განუსაზღვრელი ვადით” გაგრძელდება, მანამ, სანამ ჯო ბაიდენი დაიკავებს პრეზიდენტის პოსტს.

“დონალდ ტრამპი Facebook-ისა და Instagram-ის გამოყენებას სულ მცირე 2 კვირა ვერ შეძლებს, ანუ, ვიდრე ძალაუფლების გადაცემის მშვიდობიანი პროცესი არ დასრულდება,”- განაცხადა მარკ ცუკერბერგმა.