უმაგრესი ამბავია, უმაგრესი: რას წერს გიორგი ფხაკაძე?

აშშ-ს მარეგულირებელმა ორგანოებმა დაამტკიცეს აივ ინფექციის პირველი ხანგრძლივი მოქმედების კომბინაცია, რომლებსაც შეუძლიათ შეცვალონ ყოველდღიური აბები, რომლებიც შიდსის ვირუსით ინფექციის კონტროლისთვის გამოიყენება. ინფორმაციას ექიმი გიორგი ფხაკაძე ეხმაურება და წერს, რომ ეს სამკურნალოდ საუკეთესო საშუალებაა.

“უმაგრესი ამბავია, უმაგრესი. გაიხსენეთ, 3-2 წლის წინ ჩემი მოსაზრებები. ევროპაში წინა თვეს და ახლა შეერთებულ შტატებში დარეგისტრირდა, თვეში ერთხელ HIV treatment.

მალე, სულ მალე გვექნება 2 თვეში ერთხელ წამალი და საბოლოოდ, მივდივართ წელიწადში ერთხელ. ეს არის სამკურნალო და პრევენციის (PrEP) საუკეთესო საშუალება. იმედი მაქვს, რომ ეს წამლები მალე იქნება ხელმისაწვდომი საქართველოში“, – წერს გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში.