უცნობმა პირებმა 81 წლის მოხუცი დააყაჩაღეს

აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ კეთილარში 81 წლის მოხუცი დააყაჩაღეს. დაზარალებულის ახლობლების ინფორმაციით,  შეირაღებული თავდამსხმელები მას ფიზიკურად გაუსწორდნენ და 500 ლარი წაიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით დაიწყო. საგამოძიებო მოქმედებები ინტენსიურ რეჟიმში ტარდება. ჯერჯერობით დაკავებული არავინ არის.