ფეიერვერკების გამო, რომის ქუჩები დახოცილი ფრინველებით დაიფარა

საახალწლო ფეიერვერკების შემდეგ რომის ცენტრალური ქუჩები მკვდარი ჩიტებით დაიფარა.

სავარაუდოდ, ორიენტაციადაკარგული და აფეთქებებით შეშინებული ჩიტები, ფანჯრებსა და მაღალი ძაბვის ელექტროკაბელებზე შეჯახების შედეგად დაიხოცნენ.

ფეიერვერკებს შინაური ცხოველებისთვის, ფრინველებისა და ზოგადად გარემოსთვის დიდი ზიანი მოაქვს. მიუხედავად იმისა, რომ რომში წელს ფეიერვერკები აკრძალეს, ქალაქის მოსახლეობამ ძველი ტრადიცია მაინც არ დაივიწყა. რაც შეეხება აკრძალვას, ეს წინა წლებში, საახალწლო ფეიერვერკების შედეგად, უამრავი ძაღლის სახლიდან გაქცევამ გამოიწვია.

ფოტო არ ასახავს რეალობას.