„ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა დაამტკიცეს

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დღევანდელ ყრილობაზე პარტიის პოლიტიკური საბჭოს განახლებული შემადგენლობა დაამტკიცეს.

ქართული ოცნების პოლიტსაბჭოს შემადგენლობა 21-მდე გაიზარდა.

პარტიის ახლადარჩეულმა თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ყრილობაზე პოლიტიკური საბჭოს წევრები დაასახელა და მათ წარმატებები უსურვა.

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს ახალი წევრები არიან არიან: კახა კალაძე, ვასილ მაღლაფერიძე, გიორგი გახარია, არჩილ თალაკვაძე, მაია ცქიტიშვილი, გიორგი ვოლსკი, ირაკლი ღარიბაშვილი, თეა წულუკიანი, მამუკა მდინარაძე, კახაბერ კუჭავა, ვახტანგ გომელაური, ეკატერინე ტიკარაძე, ივანე მაჭავარიანი, მაკა ბოჭორიშვილი, შალვა პაპუაშვილი, მარიამ ქვრივიშვილი, ნიკოლოზ სამხარაძე, სოზარ სუბარი, დიმიტრი სამხარაძე და თორნიკე რიჟვაძე.