ქვემო ქართლში ადმინისტრაციულ შენობებზე დროშები აღმართეს

 სახელმწიფო დროშის ეროვნული დღესთან დაკავშირებით, ქვემო ქართლში ადმინისტრაციულ შენობებზე დროშები აღმართეს. სახელმწიფო დროშები რეგიონის მასშტაბით, ადმინისტრაციულ შენობებზე, ცენტრალურ ქუჩებსა და საცხოვრებელ სახლებზე გადმოიფინა.

თეთრ ფონზე ხუთ წითელჯვრიანი დროშა 2004 წლის 14 იანვრიდან შემოიღეს, როცა საქართველოს პრეზიდენტმა ორგანულ კანონს ხელი მოაწერა. სახელმწიფო დროშა ეროვნული სიმბოლოა ჰიმნთან და გერბთან ერთად.