თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხოდაშენში საცხოვრებელ სახლი იწვის. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე სახანძრო-სამაშველო სამსახურის 5 ეკიპაჟი მუშაობს.
სამსახურის ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ხანძრის გამომწვევ მიზეზს გამოძიება დაადგენს.