ქვეყანაში შემომსვლელი საქართველოს მოქალაქეებისთვის თვითიზოლაციის წესები იცვლება

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განმარტებით, ქვეყანაში შემომსვლელი საქართველოს მოქალაქეებისთვის თვიტიზოლაციის წესები იცვლება. კერძოდ, მათ შეეძლებათ შემოვიდნენ ნეგატიური PCR ტესტით და რვა დღიანი იზოლაციის ნაცვლად, მესამე დღეს საკუთარი ხარჯებით ჩაიტარონ განმეროებითი ტესტი და გათავისუფლდნენ იზოლაციისგან.

“1-ლი თებერვლიდან ფრენების აღდგენასთან ერთად, კერძოდ, ექნებათ არჩევანის უფლება შემოვიდნენ ნეგატიური ტეტსით და რვა დღიან იზოლაციაში გადაინაცვლონ ან მესამე დღეს საკუთარი ხარჯით ჩაიტარონ ტეტსი და თავისუფალი არიან იზოლაციისგან, ვისაც არ ექნება ნეგატიური ტესტი 8-დღიანი თვითიზოლაცია წესდება”, — განაცხადა თურნავამ.