შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

პატრიარქ ილია მეორის მდივან-რეფერანტს შორენა თეთრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

“ამჟამად ქალბატონი შორენა თეთრუაშვილი თავს კარგად გრძნობს და დაავადება სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობს”, – აცხადებენ საპატრიარქოში.