შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის ინფორმაციით, დღემდე ქვეყნის მასშტაბით 50 433 ობიექტია შემოწმებული. ნაწილმა ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება მიიღო, 6 018 ობიექტს კი საქმიანობა შეუჩერდა.
შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსის, ბექა ფერაძის ინფორმაციით, 1-ელი თებერვლიდან დაანონსებულია ეკონომიკის ეტაპობრივი გახსნა და სიახლე, რომელიც ამ ნაწილში შემოდის თანამშრომლების სავალდებულო ტესტირებაა.
ბიზნესის წარმომადგენლები პორტალზე labour.moh.gov.ge უნდა დარეგისტრირდნენ.
28 იანვრის მდგომარეობით, ახალ პორტალზე 43 მოლია რეგისტრირებული, რომელთაგან გახსნისთვის საჭირო მოთხოვნებს 13 აკმაყოფილებს. რეგისტრაცია გაიარა 21-მა ბაზარმა, რომელთაგან მოთხოვნებს მხოლოდ ორი აკმაყოფილებს.
ვითარება ქვემო ქართლში ნახეთ ვიდეოში: