ცერცვაძე: ვემხრობი თებერვლიდან შეზღუდვების შემსუბუქებას

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, იგი ემხრობა შეზღუდვების შემსუბუქებას, თუმცა მისი თქმით, ამ შემთხვევაში, რეგულაციებზე კონტროლი უნდა გამკაცრდეს.

“მე ცალსახად ვემხრობი 1-ელი თებერვლიდან შეზღუდვების მოხსნას და შემსუბუქებას. მთლიანი მოხსნა, ალბათ, არ მოხერხდება და მათ შემსუბუქებას. ოღონდ, იმ პირობით, თუ ამ შემსუბუქების და მოხსნის პარალელურად, მოხდება არა რეგულაციების გამკაცრება, არამედ მოქმედ რეგულაციებზე კონტროლის გამკაცრება”, — განაცხადა ცერცვაძემ.

მისი თქმით, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების მხრივ სტაბილიზაცია შეინიშნება, ხოლო სიტუაცია და კლინიკური სექტორი “დამშვიდებულია”.

17 იანვრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 780 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ამასთან, გამოჯანმრთელდა 1 608 ადამიანი, ხოლო გარდაიცვალა — 17.