ცერცვაძე: კორონავირუსის ვაქცინის 20 000 დოზის მიღებას თებერვალში ველით

„საქართველო თებერვალში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 20 000 დოზის მიღებას ელის, სავარაუდოდ, ეს უნდა იყოს Pfizer-ის ვაქცინა“, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ხელმძღვანელმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პირველ რიგში აიცრებიან ჯანდაცვის მუშაკები. შემდეგ უკვე აპრილის ბოლომდე ვარაუდობენ Astrazeneca-ს ვაქცინის მიღებას, რომელიც უფრო დიდი რაოდენობა, დაახლოებით 150 000 დოზა და ისევ მედიცინის მუშაკები და 75 წელს გადაცილებულები აიცრებიან.

„შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნასთან ერთად მოხდება ვაცქინის მოწოდება და წლის ბოლომდე გვაქვს იმედი, რომ მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციას მოვახდენთ. ასეთ შემთხვევაში ფართოდ გავრცელება შეჩერდება, ვიღაცები დაინფიცირდებიან, თუმცა ფართო გავრცელება აღარ იქნება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.