ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დავითიანში ძლიერი ხანძარია. იწვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტერიტორიები, სადაც კერძო მესაკუთრეთა თხილნარი და მოცვის პლანტაციებია.
თავდაპირველად ხანძარი ეკალბარდებს გაუჩნდა, თუმცა ძლიერი ქარის გამო ცეცხლი გაძლიერდა.
ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ. მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადაც.