ძლიერი ხანძარი ზუგდიდის სოფელ დავითიანში

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დავითიანში ძლიერი ხანძარია. იწვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტერიტორიები, სადაც კერძო მესაკუთრეთა თხილნარი და მოცვის პლანტაციებია.

თავდაპირველად ხანძარი ეკალბარდებს გაუჩნდა, თუმცა ძლიერი ქარის გამო ცეცხლი გაძლიერდა.

ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ. მობილიზებულია სასწრაფო დახმარების ბრიგადაც.