ძმის მკვლელობისთვის დაკავებულს ბრალი წარედგინა

19 წლის ძმის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ახლოურისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე თბილისის საქალაქო სასამართლო ხვალ, 12:30 საათზე იმსჯელებს.

სასამართო პროცესი სრულად დისტანციური ფორმატით გაიმართება. პროცესს მოსამართლე ლაშა კლდიაშვილი გაუძღვება.

დაკავებულს ბრალი უკვე წარედგინა.

როგორც ადვოკატი, თამარ გაჩეჩილაძე აცხადებს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1999 წელს დაბადებული პირი ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.