წყლის არხში ქალის ცხედარი იპოვეს

დუშეთში, წყლის არხში ქალის ცხედარი იპოვეს. გავრცელებული ინფორმაციით, პირველად დათვალიერებით, ქალს სხეულზე დაზიანებები არ აღენიშნება.ცხედარს ექსპერტიზა უტარდება.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს.