ხანძარს 45 მეხანძრე-მაშველი ებრძვის

ძლიერი ქარის გამო, ონის მუნიციპალიტეტის სოფელ წოლაში ცეცხლის ახალი კერები გაჩნდა.

ადგილზე მობილიზებულია ორმოცდახუთი მეხანძრე-მაშველი, ხანძრის გავრცელების არეალი დაახლოებით ორმოცი ჰექტარია.

მუნიციპალიტეტის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, გასულ საღამოს ხანძრის კერების ლოკალიზება მოხდა.