ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტები ქვემო ქართლში

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2020 წლის განმავლობაში, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 2 754 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 132 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი – 1 046 ფაქტი დაფიქსირდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. იმერეთში დეპარტამენტის თანამშრომლებმა 424 სამართალდარღვევა გამოავლინეს. სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს მასშტაბით დაფიქსირდა 279 ფაქტი, სამეგრელო-ზემო სვანეთში – 241, ქვემო ქართლში – 216, აჭარაში – 221, შიდა ქართლში – 188, , მცხეთა-მთიანეთში – 72, გურიაში – 39, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში კი – 22 ფაქტი.

რაც შეეხება დედაქალაქს, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2020 წლის განმავლობაში, თბილისში, ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 6 ფაქტი გამოავლინეს.

ჯამში, ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 16 600 მ3-მდე ხე-ტყე.ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 284 ფაქტი და ამოღებულია 84 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი.

მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი.