მაღალი რისკის მოქალაქეების ვაქცინაცია COVID-19-ზე მსოფლიოს 30-მდე ქვეყანამ დაიწყო. ინფორმაცია მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი.
ჯანმოს ინფორმაციაში ნათქვამია, რომ მედიცინის მუშაკთა ვაქცინაცია, არის ჯანდაცვის სისტემის სტაბილიზაციის გარანტი.
შეგახსენებთ, რომ ევროპის წამლის სააგენტომ ევროკავშირის ტერიტორიაზე კორონავირუსის პრევენციისთვის ამერიკული Pfizer-ის და გერმანული BioNTech-ის ვაქცინა დაუშვა. დეკემბერში ევროკავშირის ქვეყნებში მასობრივი ვაქცინაციის კამპანია დაიწყო.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.







