10 იანვრის მონაცემებით , რუსთავის N2 დიაგნოსტიკურ ცენტრში 61 პირი კორონა ვირუსზე გამოიკვლიეს.
ყველა მათგანს სწრაფი ტესტი ჩაუტარდა, აქედან ვირუსი 8 პირს დაუდასტურდა .
კლინიკის დირექტორის მოადგილის, რუსუდან ადამიას ინფორმაციით, გამოკვლეულ პირებს შორის 26 ტაქსის მძღოლია. კორონა ვირუსი არცერთ მათგანს არ დაუდასტურდა.