12 იანვარი | ეპიდვითარება რუსთავში

რუსთავის ცხელების ზონებსა და დიაგნოსტიკურ ცენტრებში კორონავირუსი 42 ადამიანს დაუდასტურდა.

როგორც კლინიკა „რუსთავში“ TV4-ს განუცხადეს, სამედიცინო დაწესებულებაში 15 სწრაფი ტესტი ჩატარდა და მათგან 6 დადებითი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირების 3 ფაქტი კი ცენტრალურ საავადმყოფოში დადასტურდა.

89 სწრაფი ტესტი ჩატარდა N1 დიაგნოსტიკურ ცენტრში, რომელთაგან 9 პირის ტესტის პასუხი დადებითია. რაც შეეხება N2 დიაგნოსტიკურ ცენტრს  სწრაფი ტესტით კოვიდინფექცია 18 ადამიანს დაუდასტურდა, ხოლო “პი-სი-არ” ტესტით ვირუსი 4 ადამიანს გამოუვლინდა.

მარდალეიშვილის კლინიკაში “კოვიდ-19” სწრაფი ტესტით 2 ადამიანს დაუდასტურდა. ვირუსით ინფიცირების არცერთი ახალი შემთხვევა არ დაფიქსირებულა ბავშვთა ინფექციურ საავადმყოფოში.

საქართველოში ბოლო 24 საათში ვირუსისგან 993 პირი გამოჯანმრთელდა და ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა  227 208-მდე გაიზარდა.

ამასთან გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაცვალების 24 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.