“პი-სი-არ” და სწრაფი ტესტის პასუხები რუსთავში- ბოლო 24 საათში რუსთავში ვირუსი 27 ადამიანს დაუდასტურდა. როგორც კლინიკებში TV4-ს განუცხადეს, აქტიურად მიმდინარეობს მძღოლების ტესტირებაც.
ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსის მესამე ტალღა, სავარაუდოდ, თებერვლის მეორე ნახევრიდან დაიწყება.
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 618 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 403 პირი გამოჯანმრთელდა, 26 პაციენტი გარდაიცვალა.