საქართველოში კორონავირუსის 1 357 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 748 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 21 პაციენტი. ჩატარდა 15 891 ტესტი, მათ შორის, ანტიგენის სწრაფი ტესტით – 8 767, პისიარტესტით – 7 124.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 360, საიდანაც, 3 780 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 756, აჭარაში – 337, იმერეთში – 746.
„ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 808 პირი, მათ შორის, თბილისში – 369, აჭარაში – 62, იმერეთში – 192. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 240 პირი, მათგან თბილისში – 158, აჭარაში – რვა, იმერეთში – 27. 638 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 236 – თბილისში, 325 – აჭარაში, 28 – იმერეთში. 8 942 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 469 ადამიანი, მათ შორის, თბილისში – 196, აჭარაში – 76, ხოლო იმერეთში – 7. სულ 6 ოქტომბრიდან – 13 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია – 21 673 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 23 545 ადამიანი, მათ შორის თბილისში – 13 256 პირი, აჭარაში – 2 272, იმერეთში – 2 549“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 244 612 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 228 359 გამოჯანმრთელდა, 2 867 კი გარდაიცვალა.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 469 ადამიანი, თვითიზოლაციაში იმყოფება 23 545 ადამიანი.









