15 დეკემბერს ქვემო ქართლში ელექტროენერგია შეიზღუდება

გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს -ამის შესახებ TV4-ს კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ქსელის გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 15 იანვარს 10:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მარნეულის რაიონის სოფლებში სადახლო, კასუმლო, შულავერი, მოლაოღლი, ხულდარა, ცოპი და მიმდებარე სოფლებში, 11:00-დან 13:00 საათამდე აბონენტებს თეთრიწყაროს რაიონის სოფლებში წინწყარო, წერეთელი, კოდა, დამია და მიმდებარე სოფლებში, 11:00-დან 16:00 საათამდე აბონენტებს ბოლნისის რაიონის სოფლებშუ თამარისი, არქევანი, ქოლაგირი, ალავარი, ცურტავი, ფარიზი, ხატაეთი, მოლახმედლო და მიმდებარე სოფლებში, 13:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს გარდაბნის რაიონის სოფლებში მუხროვანი, ახალსოფელი, მზიანეთ, სართიჭალა, ასსკაძე და მიმდებარე სოფლებში.

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.